მიანმარში გამოცემა Frontier Myanmar-ის მთავარი რედაქტორი დააკავეს

მიანმარის დამოუკიდებელი გამოცემის, Frontier Myanmar- ის მთავარი რედაქტორი, დენი ფენსტერი იანგონის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ჟურნალისტი მალაიზიაში გამგზავრებას ცდილობდა.

შესაბამისი ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფენსტერი იანგონის ინსეინის ციხეშია გადაყვანილი.

Frontier Myanmar-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მედიასაშუალებისთვის უცნობია ფენსტერის დაკავების მიზეზი.

“არ ვიცით დენის დაკავების მიზეზი და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. შეშფოთებული ვართ მისი მდგომარეობით და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოდ არის და ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინოთ, რაც მას სჭირდება”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ასევე, მედიასაშუალებას არ იმათ ასახელებს, თუ ვის შეეძლო ჟურნალისტის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები