კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 669, იმერეთში – 184, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 129

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარაში – 114, იმერეთში – 184, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 43, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 129, კახეთში – 56, მცხეთა-მთიანეთში – 50, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 199, აჭარაში – 454, იმერეთში – 538. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 416, აჭარაში – 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 14, იმერეთში – 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 – თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები