უკრაინა ბელორუსთან ავიამიმოსვლას წყვეტს

უკრაინა ბელორუსთან ავიამიმოსვლას წყვეტს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი განკარგულების მომზადება დაავალა.

ზელენსკისთან თათბირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერმინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების მდივანი, საგარეო საქმეთა, შს, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანლის მოადგილე ესწრებოდნენ.

მანამდე, პირველი ქვეყანა, რომელმაც ბელორუსულ ავიაკომპანია “ბელავიას” ფრენები აუკრძალა, ბრიტანეთი გახდა. როგორც “ტვიტერში” ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შეპსმა დაწერა, ბრიტანულ ავიაკომპანიებს მიმართავენ რეკომენდაციით, ბელორუსის საჰაერო სივრცეს მოერიდონ “მგზავრთა უსაფრთხოების გამო”.

ანალოგიური გადაწყვეტილება ლიეტუვის მთავრობამ მიიღო, რომელმაც ადგილობრივ აეროპორტებს ისეთი რეისების მიღება ან შესრულება აუკრძალა, რომლებსაც ბელორუსის თავზე მოუწევთ ფრენა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ შვედეთის ტრანსპორტის სააგენტომ ავიაკომპანიებს მიმართა რეკომენდაციებს, ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები