„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები“ – ონლაინლექცია გაიმართება

24 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ოთარ ჯანელიძე გამართავს ონლაინლექციას – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ ლექციით საქართველოს ეროვნული მუზეუმი აგრძელებს ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავს.
ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
ლექცია ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.
მონაწილეობა თავისუფალია. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები