კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 208, აჭარაში – 50
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარაში – 50, იმერეთში – 24, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 33, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 461, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 414, აჭარაში – 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.