მიხეილ სარჯველაძე: ლოგიკური იქნება, თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტზე და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია “ქართული ოცნების” მიერ
“ლოგიკური იქნება, თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების” მიერ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის პროექტი შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს ითვალისწინებს.
„ორივე კანონპროექტი თვისობრივად ერთსა და იმავე საკითხებს არეგულირებს და ორივეს ერთდროულად მიღება ალოგიკური იქნება. ლოგიკური იქნება, თუკი შევჯერდებით ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ გაცილებით მეტია ხარისხი დამთხვევისა შარლ მიშელის დოკუმენტთან და მის არსთან. ყველა ლოგიკით ის განმასხვავებელი ფაქტორები, რომელიც ფიქსირდება 2 კანონპროექტს შორის, უფრო ლოგიკურად და დასაბუთებულად ახსნილია პოზიცია, რომელიც გატარებულია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ჩვენ ვეყრდნობით შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ყველა სამართალდარღვევა დაკავშირებული 20 ივნისთან, ექვემდებარება ამნისტირებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ იმ დებულებებს, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა სარჯველაძემ.