ისრაელში მოქალაქეებისთვის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა 1-ელი ივნისიდან მოიხსნება

Jerusalemites wearing face masks walk in Jerusalem City Center on February 07, 2021, as Israel exits a 3rd lockdown due to the COVID-19 coronavirus pandemic. Photo by Olivier Fitoussi/Flash90 *** Local Caption *** מרקת קורונה קניות רחובות רחוב חנויות

ისრაელში მოქალაქეებისთვის ყველა კორონავირუსულ შეზღუდვას პირველი ივნისიდან მოხსნიან.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

”პანდემიის დაწყებიდან პირველად, ისრაელის ტერიტორიაზე ყველა შეზღუდვა პირველ ივნისს მოიხსნება”, – განაცხადეს სამინისტროში.

ამასთანავე, უცხოელი ტურისტებისთვის შეზღუდვები შენარჩუნდება და შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს, რომ მოხდეს ვირუსის ახალი შტამების ქვეყანაში შეტანის პრევენცია.

ისრაელში მოსახლეობის 55%, 5 მილიონზე მეტი ადამიანი ორივე დოზით არის აცრილი.

რესტორნებში, ბარებსა და სპორტდარბაზებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც სრულად არის აცრილი ან გამოჯანმრთელებულებს “მწვანე პასპორტით”.

ივნისიდან ყველა ადამიანს, ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ასევე ექნება შესაძლებლობა, ამ დაწესებულებებში შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები