სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ მოვა ის დრო, როდესაც აფხაზეთის დღეს სოხუმში ერთად ვიზეიმებთ
“დღეს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს “აფხაზეთის დღე” აღინიშნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას! დარწმუნებული ვარ მოვა ის დრო, როდესაც ამ დღეს სოხუმში ერთად ვიზეიმებთ!!!!”,- წერს სუბარი.