ჩინეთში სპორტული მარათონის დროს 16 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, ულტრამარათონის დროს 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Xinhua” ავრცელებს.

ტრაგედიის მიზეზი ექსტრემალური ამინდი გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთის ამ ტურისტულ ზონას თავს დაატყდა სეტყვა, წვიმა და ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, მთიან რაიონში მარათონი შაბათს, ქალაქ ბაინთან ახლოს დაიწყო, მაგრამ უამინდობის გამო შეჯიბრი შეწყდა.

სამაშველო ოპერაციის დროს, სადაც თითქმის 700-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ევაკუირებულ იქნა 151 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები