შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ორი გზა – ან აღიარონ დამარცხება და შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ

“შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების ნაწილი გახდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ორი გზა – ან აღიაროს დამარცხება და პარტიის წევრები პარლამენტში შევიდნენ, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არასერიოზულია. ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას და პატივი არ სცეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, როცა ჩამოსული იყო და მასთან შეხვედრაზე არც კი მოვიდნენ. დღეს მათ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, მათ თავი დაიმკვიდრეს, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც მხოლოდ რადიკალურია და მღელვარებაზეა აწყობილი. მათ აქვთ ორი გზა – ან აღიარონ დამარცხება და შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ. 19 აპრილის შეთანხმება მაგიდაზე დევს და ევროკავშირის ოფისის მისამართი ყველამ იცის. პირველ რიგში, იქ უნდა მივიდნენ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რის შემდეგაც გახდებიან იმ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების ნაწილი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები