“ირაკლი ბებუას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – გიორგი საბედაშვილი

“უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან ოჯახთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

“უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან ოჯახთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია. ისინი ინფორმირებულნი არიან დეტალების შესახებ ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ. ოჯახს მიეწოდება ინფორმაცია სრულად შესაძლებლობების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ვითარება დამაკმაყოფილებელია. არანაირი გართულებები არ ფიქსირდება,” – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები