ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.

მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს, პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლით – ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

რაც შეეხება ცესკო-ს შემადგენლობას, წევრთა რაოდენობა იზრდება და შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის იქნებიან ცესკო-ს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკო-ს მდივანი. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს შვიდ წევრს პრეზიდენტის წარდგინებით, აირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკო-ს არაუმეტეს ცხრა წევრი დაინიშნება პარტიების მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები