ოკუპირებულ აფხაზეთში ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილია დააკავეს.

როგორც ე.წ. გენპროკურატურაში განაცხადეს, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განიხილება.

ქემალ არძინბა 18 მაისს სოხუმში მოკლეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაახლოებით 17:10 საათზე ორი დაუდგენელი პირი ავიდა იმამ შამილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე, საიდანაც კარგად ჩანს არძინბას ქუჩაზე მდებარე #8 სახლის ეზო და კიბიდან ეზოში შესულ ქემალ არძინბას სამჯერ ესროლეს.

დანაშაულის ადგილიდან კრიმინალები Toyota Mark X მანქანით გაიქცნენ, რომელსაც მესამე თანამზრახველი მართავდა. იმავე დღეს ცეცხლმოკიდებული ავტომობილი სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში იქნა ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები