4 ქალაქში დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიები გაიმართა

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.

„ჩატარდა სახალისო კონკურსები და ვიქტორინები, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა.

ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები