თეთრი სახლი – ჩვენ გავეცანით ინფორმაციას ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მიმართულებით ნაბიჯების შესახებ, – ეს აშკარად დამაიმედებელია

ჩვენ გავეცანით ინფორმაციას ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მიმართულებით ნაბიჯების შესახებ, – ეს აშკარად დამაიმედებელია, – განაცხადა ვაშინგტონში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ პალესტინასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების თაობაზე.

„ჩვენ გავეცანით ინფორმაციას ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მიმართულებით ნაბიჯების შესახებ. ეს აშკარად დამაიმედებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისრაელმა მიაღწია მნიშვნელოვან სამხედრო მიზნებს, რომელებიც დასახა თავისი ხალხის დასაცავად და ჰამასის მხრიდან ათასობით სარაკეტო შეტევაზე პასუხის გასაცემად. ამიტომ, გვგონია, რომ ისინი იმ მდგომარეობაში არიან, დაიწყონ თავიანთი ოპერაციების შემცირება“, – აღნიშნა მან.

პსაკის თქმით, აშშ ცდილობს “ყველაფერი გააკეთოს, რომ კონფლიქტი დასრულდეს“. ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმებაზე ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები