თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის ბავშვების ცხოვრება დღევანდელ ღაზაში – გაეროს გენერალური მდივანი

თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის ბავშვების ცხოვრება დღევანდელ ღაზაში – ამის შესახებ  გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„გასულმა ათმა დღემ მოიტანა სასიკვდილო ძალადობის სახიფათო და საზარელი ზრდა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ღაზას და ისრაელში.

მე ღრმად შოკირებული ვარ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მიმდინარე საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გამო. დაბომბებვმა შეიწირა 200-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე, მათ შორისაა 60 ბავშვი და დაშავდა კიდევ ათასობით ადამიანი. „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ რაკეტების ქაოტურმა გაშვებამ ისრაელის ცენტრალური დასახლებული ტერიტორიებისკენ იმსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

შემძრა ინფორმაციამ, რომ ერთი ოჯახიდან 9 წევრი დაიღუპა ღაზაში მდებარე ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკში. თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის დღევანდელ ღაზაში ბავშვების ცხოვრება. ეს მიუღებელია. ბრძოლა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ორივე მხარის მიმართ – მოხდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები