საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას ანახლებს

26 მაისიდან საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას ანახლებს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.
სამუშაო დროები:
პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ოკაცეს კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
მარტვილის კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
“ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:
• დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს
• ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა
• დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
• რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/
ზოგადი რეკომენდაციები:
• თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
• მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა
• ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით
• მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას
• ხველისა და ცემინებისას, პირსა და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი
გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები