კახა კალაძე – თამარ ჟვანიაზე: თუ რაიმე დანაშაული აქვს ამ ადამიანს და წვლილი მიუძღვის რაიმე არასწორ ქმედებებში, შეიძლება ამ საკითხის წამოწევა

“არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება მოვისმინეთ. თუ რაიმე დანაშაული აქვს და რაიმე არასწორ ქმედებებში წვლილი მიუძღვის, მაშინ ამ საკითხის წამოწევა შეიძლება”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას – თვითმმართველობის არჩევნებზე თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება თუ არა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ყველა პოლიტიკოსს, დაინტერესებულ პირს სთავაზობდა, გადათვლილიყო ყველა საარჩევნო უბანი, რომელიც მათთვის იყო საეჭვო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ არჩევნები არანაირად არ გაყალბებულა. ამის შემდეგ ოფიციალური განცხადებები გავაკეთეთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და გადაითვალოს ყველა საარჩევნო უბანი, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ნახონ, გაყალბდა თუ  არა არჩევნები, მაგრამ მათაც კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა და ყველაფერი ცხადია და გამოიკვეთა. თუ რაიმე დანაშაული აქვს ამ ადამიანს და წვლილი მიუძღვის რაიმე არასწორ ქმედებებში, შეიძლება ამ საკითხის წამოწევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები