ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობაზე, სრული ფიასკო აქვთ განცდილი

“ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობაზე, სრული ფიასკო აქვთ განცდილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ, იმალებიან და ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი.

„ექვსთვიანი ფარსი, რომლის მონაწილეები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რისგანაც, საბოლოოდ, ისე დაზიანდნენ, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობაზე. ანუ სრული ფიასკო აქვთ განცდილი. ახლა ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ, იმალებიან და ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი კომისიაზე, რომელმაც უნდა გამოიძიოს, თამარ ჟვანიადან დაწყებული, ნებისმიერი მოხელის გადაცდომა და ამას ემალებიან. ახლა ზოგადი განცხადებები აქვთ თამარ ჟვანიაზე და ჩანს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები