პარიზში, ათასობით გაბრაზებული პოლიციელი, ეროვნული ასამბლეის წინ იკრიბება

პარიზში, ეროვნული ასამბლეის წინ, პოლიციელთა მიმართ აგრესორების მკაცრად დასჯის მოთხოვნით პოლიციელების აქცია გრძელდება.

როგორც მედია წერს, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი, იღებს მონაწილეობას დემონსტრაციაში.

მათივე ცნობით, უპრეცედენტო მობილიზაციაა „პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, პოლიციელის მკვლელობიდან ორი კვირის თავზე.

როგორც მედია ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, პოლიციის პროფესიული კავშირის მოწოდების საპასუხოდ, 35 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა აქციაზე, თუმცა ჯერჯერობით, მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი ცნობილი არ არის.
ოპოზიციის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული ჯერალდ დარმანინი აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
„უნდა დაგვეხმაროთ“- ისმოდა მონაწილეთა შეძახილები მინისტრის მისამართით. „ყოველ საღამოს, დაძინებამდე, თქვენზე ვფიქრობ“, უპასუხა მინისტრმა პოლიციელს, რომელმაც თქვა, რომ „სახლიდან სამსახურში წასვლისას, არასდროს იცის შინ დაბრუნდება თუ არა“.

პარიზში, ეროვნული ასამბლეის მიმდებარედ „მოქალაქეთა აქციაზე“ შეკრებილები პატივს მიაგებენ 5 მაისს, ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის დროს ტერორისტის მიერ მოკლული 2 პოლიციელის ხსოვნას. აღნიშნული დემონსტრაცია ორგანიზებულია პოლიციის პროფესიული კავშირების მიერ. პოლიციელების მოთხოვნაა მათ მიმართ აგრესიის გამომხატველი პირებისთვის სასჯელის გამკაცრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები