ათასობით პოლიციელი ეროვნული ასამბლეის წინ აქციას მართავს – „პოლიციის პრობლემა, სამართალია“

Rassemblement des policiers à l’appel des syndicats devant l’Assemblée Nationale à Paris le mercredi 19 mai 2021. Soutenus par plusieurs hommes et femmes politiques présents dans la manifestation, les policiers entendaient protester contre les décisions de justice jugées laxistes lorsqu’il s’agit de violences dont sont victimes les forces de l’ordre. Photo : Julien Daniel / MYOP

საფრანგეთში, აქციის მონაწილე პოლიციელების მოთხოვნაა მათ მიმართ აგრესიის გამომხატველი პირებისთვის სასჯელის გამკაცრება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თითქმის ყველა პოლიტკური პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აქციაში.

მათივე ცნობით, დიდი ბანერის წარწერით – „ხელფასს ვიღებთ სამსახურისთვის და არა სიკვდილისთვის“ ფონზე, პოლიციის სხვადასხვა უნიფორმაში ჩაცმული 35 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები პოლიციელებზე თავდამსხმელებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთის მასშტაბით პოლიციელებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ფრანგული მედიის მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის პროფკავშირები აცხადებენ, რომ მთავრობა ვერ იცავს პოლიციელებს ყოველდღიური თავდასხმებისგან.

საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგია „ხელფასს ვიღებთ სამსახურისთვის და არა სიკვდილისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები