ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორში ოპერაციას გააგრძელებს

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია კვლავ გაგრძელდება. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

„მე განსაკუთრებით მაღალ შეფასებას ვაძლევ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც დაადასტურა ჩვენი უფლება თავდაცვის შესახებ.

მე მტკიცედ ვაპირებ განვაგრძო ოპერაცია მანამდე, ვიდრე არ მიიღწევა მისი ამოცანა: უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება თქვენთვის, ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეოთხედ ესაუბრა ისრაელის პრემიერ – მინისტრს. ბაიდენმა ნეთანიაჰუს სთხოვა, შესამჩნევად დაწიოს ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართულებით დარტყმების ინტენსივობა და იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები