გერმანიამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარადგინა

გერმანიამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების სამსაფეხურიანი გეგმა წარადგინა.

როგორც ბუნდესტაგში გამოსვლის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ათობით ბავშვი ორივე მხრიდან და ეს უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე.

“ამასთან დაკავშირებით სამსაფეხურიანი გეგმა წარვადგინეთ. პირველ ყოვლისა, ის ითვალისწინებს “ჰამასის” მხრიდან სარაკეტო იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მეორე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივი ხელმოწერა. მესამე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები მომხდარის კომპლექსური მიზეზების განხილვისკენ”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ გზაზე შეუძლებელი იქნება პირდაპირი მოლაპარაკებების არიდება ისრაელებსა და პალესტინელებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები