ადვოკატი: გოგი წულაია აგრძელებს შიმშილობას და მედიკამენტებზე უარს ამბობს
ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პოლიტიკოსის პოზიცია იგივე რჩება და ის იმ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რომლის განაჩენიც წინასწარვე ცნობილია.
ამის შესახებ ადვოკატმა ,,კვირასთან” ისაუბრა.
მისივე თქმით, წულაია შიმშილობას აგრძელებს.
,,ამ მონაცემებით, დიახ, ეგ ინფორმაცია სწორია, რომ არც გოგი წულაია და არც ადვოკატები ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ ვაპირებთ. თუმცა, ჯერ კიდევ კონსულტაციები უნდა გავიაროთ, შეჯერდეს პოზიცია და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ.
გოგი წულაიას პოზიცია იგივე რჩება, რომ ეს ყველაფერი არის წინასწარი დაგეგმილი და ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რომლის განაჩენიც წინასწარვე ცნობილია.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის აგრძელებს შიმშილობას და მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობს. დანარჩენი, მე ექიმი ვერ ვარ და ვერ გეტყვით,” – განაცხადა ვალერ გელბახიანმა.
გოგი წულაიას სასამართლო პროცესი 31 მაისსაა ჩანიშნული.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.