ჩხუბი ე.წ. კომენდანტის საათამდე ცოტა ხნით ადრე – ქუთაისში რამდენიმე პირი დააკავეს

ქუთაისში მოქალაქეებს შორის დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სამართალდამცველებმა ბოშები სცემეს, თვითმხილველები არ ადასტურებენ.

მათი თქმით, დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა კი ვითარების განმუხტვის მიხნით ისინი დააკავა.

როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე პირები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები