პარიზში გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი მეუღლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

18 მაისს, პარიზში, წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში, გენერალ გიორგი კვინიტაძის და მისი მეუღლის – მარიამ მაყაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ეკლესიის წინამძღვარმა მამა არჩილ დავრიშაშვილმა გადაიხადა.
ინფორმაციას „ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია“ ავრცელებს.
„100 წლის განშორების შემდეგ, გენერალი საქართველოს უბრუნდება.
გიორგი კვინიტაძის ნეშტს, განუყრელ და საყვარელ მეუღლესთან ერთად, 26 მაისს მიიბარებს მთაწმინდის მიწა.
გამოსამშვიდობებელ ცერემონიას და პანაშვიდს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური პირები, საფრანგეთში ქართული ისტორიული სათვისტომოს „ქართველები საფრანგეთში” პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, გიორგი კვინიტაძის შთამომავლები და ახლობლები, ასევე დიასპორის წევრები“, – აღნიშნულია აკადემიის მიერ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები