ანდრიუს კუბილიუსი: ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, ისარგებლონ ჩვენი გამოცდილებით, გაატარონ რეფორმები, რათა შეშფოთების საფუძველი არ იყოს ევროპაში

“ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, ისარგებლონ ჩვენი გამოცდილებით, გაატარონ რეფორმები, რათა შეშფოთების საფუძველი არ იყოს ევროპაში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირსაც შესაცვლელი აქვს მიდგომა ასოცირებულების მიმართ.

„შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიმსჯელეთ. მაგალითად, საქართველოს ამბიციურ გეგმაზე, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი მომავალი წევრობის შესახებ. ამისათვის აუცილებელია პოლიტიკური ძალების მაქსიმალურად კონსოლიდაცია და მობილიზაცია. უნდა შედგეს ერთობლივი გეგმა, თუ რა არის გასაკეთებელი და ამ პროცესში ჩვენ მხარს გიჭერთ. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, ისარგებლონ ჩვენი გამოცდილებით, გაატარონ რეფორმები, რათა შეშფოთების საფუძველი არ იყოს ევროპაში.

ევროკავშირსაც შესაცვლელი აქვს მიდგომა ასოცირებულების მიმართ და მსჯელობა აქტიურად უნდა დაიწყოს რომანო პროდის ფორმულაზე, რაც ნიშნავს ყველაფერს ინსტიტუტების გარდა. ეს ნიშნავს სრულ წვდომას ევროპის ერთიან ბაზარზე და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ამასთან, ყველა სარგებელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – განაცხადა კუბილიუსმა.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები