თბილისის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, წინასწარ დეკლარირებული იქნა ავტონაწილები და სარეკლამო საქონელი.

საბაჟო დეკლარაციას, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და დაექვემდებარა შემოწმებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება.
დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა 22 882,16 ლარის ოდენობით დაფიქსირდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები