შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს მოქმედი პროფესიული წევრების ხელახლა დანიშვნის საკითხი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს მოქმედი პროფესიული წევრების ხელახლა დანიშვნის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა.

მისი თქმით, საკითხი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა და იმას თქმაც კი არ სჭირდება, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის. მან სცადა, ეთქვა, თითქოს ეს გამომდინარეობს შეთანხმების სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. მას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ყველამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ შინაარსით, რომელიც არის. ამნისტიის მსგავსად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დოკუმენტიდან ისეთი რაღაცები ამოიკითხონ, რაც არ არის კარგი.

ყველას მოვუწოდებ, დოკუმენტი კეთილსინდისიერად წაიკითხოს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ტექსტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება 19 აპრილის შეთანხმებას, არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმება. დოკუმენტი ტექნიკურად დაიხვეწება, გადაითარგმნება და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები