კიმ ჩენ ინმა დახეული ჯინსების ტარება და “ანტისოციალისტური” ვარცხნილობები აკრძალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ ახალგაზრდების ჩაცმულობაში თვითგამოხატვისა და ინდივიდუალიზმის გამოვლინებამ შესაძლოა, ქვეყანაში დამკვიდრებული რეჟიმი დაამხოს.

Daily Mirror-ი წერს, რომ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის მეთაურმა რიგი ზომა მიიღო.

კერძოდ, კიმ ჩენ ინმა კანონგარეშე გამოაცხადა ჯინსები, მათ შორის, მათი დახეული ვერსია.​ ამიერიდან, ექსტრავაგანტული “ანტისოციალისტური” თმის ვარცხნილობებიც განიხილება, როგორც სოციალური წესრიგისთვის საფრთხის შემცველი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ეშინია ”დეკადენტური” დასავლური გავლენის ქვეყნის ახალგაზრდობაზე, რამაც თითქოს შეიძლება, მისი რეჟიმის დაშლა გამოიწვიოს.

გაზეთის თანახმად, კიმ ჩენ ინს სულ უფრო მეტად აწუხებს რეჟიმის შესაძლო დამხობის საკითხი. ამასთან დაკავშირებით მან ადრე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით ადამიანებს, რომლებიც ექსტრავაგანტულ მოდას მისდევენ, შრომით ბანაკებში უშვებენ.

მანამდე, სახელმწიფო ყოველდღიურმა გაზეთი”ნოდინ სინმუნმა” ქვეყნის ლიდერის ინიციატივებისთვის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა. გამოცემის ჟურნალისტებმა ამცნეს საზოგადოებას, რომ ცხოვრების კაპიტალისტურმა წესმა შესაძლოა, ქვეყანა ჩამოშალოს.

”ისტორია მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის, რომ ქვეყანა შეიძლება, გახდეს დაუცველი და საბოლოოდ დაინგრეს, როგორც სველი კედელი, მიუხედავად მისი ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის, თუ არ დავიცავთ ცხოვრების საკუთარ წესს. უნდა ვუფრთხილდეთ კაპიტალისტური ცხოვრების წესის თუნდაც უმნიშვნელო ნიშნებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად”, – წერია გაზეთის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები