დავით სერგეენკო – დმანისის მოვლენებზე: ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია

“დმანისის ინციდენტი სამწუხარო და მძიმე სანახავი იყო. არავინ ელოდა, რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ცალსახად ყოფით საკითხს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დმანისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია, ეს არის ცალსახად ყოფითი კონფლიქტი, რომელსაც მოჰყვა ემოციური, მძიმე განვითარება და მიხარია, რომ დღის ბოლოს მოხდა სრულად განმუხტვა სიტუაციის. მონაწილე მხარეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გააცნობიერეს, რომ ასე არ შეიძლება. ვითარება დაწყნარდა და იმედია, რომ არ იქნება არანაირი განვითარება. ეს დაძაბულობა, რაც იყო, მოულოდნელად მძიმედ და სწრაფად განვითარდა და, ალბათ, შეუძლებელი იყო ამის პრევენცია და თავიდანვე, პირველ წუთებშივე მობილიზება იმ ძალების, რაც დღის მეორე ნახევარში გახდა საჭირო. ამის წინასწარ განჭვრეტა, ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო, ამდენად, სამართალდამცავების მიმართ საყვედური და დადანაშაულება, ჩემი აზრით, ზედმეტია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები