ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, უკრაინის ორი მოქალაქის – ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი განახლდა.
უფლებადამცველების თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა მოხდება.
სასამართლო პროცესის პარალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასამართლოს შენობასთან აქციას მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირების დაკავება უკანონოდ მოხდა.
ადვოკატები მოსამართლის აცილებას მოითხოვენ.