კახა კალაძე: ჩემთვის ქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი

თბილისის მერი, კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ დედაქალაქის მერად.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე. ამიტომ, დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როცა ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისა და ჩემგან ამ ინფორმაციას. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, მე კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. 4 წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როცა ამის დრო მოვა, პირველი ვიქნები, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები