“მხოლოდ კახა კალაძესა და მის პოზიციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთად დასახელდება.
„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ვითარდება და ლამაზდება ქალაქი. კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი. მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების” 36 ათასივე წევრში არის ერთსულოვნება. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატობას, ეს მხოლოდ მასზე და მის პოზიციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს ხდება ხოლმე ორი სამი თვით ადრე არჩევნებამდე. ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთად დასახელდება“, – განაცხადა კობახიძემ.