კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს მართავს

მიმდინარე წლის 17-20 მაისს საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში – ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს კომიტეტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
„ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მინისტრთან კულტურისა და განათლების შესაბამის რეფორმაზე, რომლის განხორციელების აუცილებლობაც იქნა მხარეთა შორის დიალოგის დროს ხაზგასმული; ვისაუბრეთ ასევე აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების დაცვაზე; საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მეტ მიმღებლობას გაუჩენს ახალგაზრდებს კულტურასთან მიმართებაში. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ნაბიჯები მჭიდრო თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები