სერგო ჩიხლაძე – დმანისში განვითარებულ მოვლენებზე: რაც ყველაზე საშიშია, ეთნიკური შეფერილობა არ უნდა მიიღოს ამ კონფლიქტმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია.

ჩიხლაძის თქმით, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

“რაც ყველაზე საშიშია, ეთნიკური შეფერილობა არ მიიღოს ამ კონფლიქტმა. ამაზე სახელმწიფომ უნდა იმუშაოს. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება დაგვიანებულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, უფრო აქტიურად იმოქმედონ. კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”, – აცხადებს ჩიხლაძე.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დმანისის შესასვლელთან ვითარება ცოტა ხნის წინ კვლავ დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები