გიგი უგულავა – ზუგდიდის ყოფილ მერზე: გადადგა, როცა ვადა ისედაც 4 თვეში ეწურებოდა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თანამდებობიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბევრი წვალების, სიყალბის, ძალადობის, ადამიანებზე თავზე გადავლისა და დანაშაულის შედეგად, ზუგდიდის არჩეული მერი, გიორგი შენგელია გადამდგარა. ის ისედაც რიგგარეშე არჩევნებზე შეირჩა, როცა სანდრა რულოვსი “დაამარცხა”. გადადგა, როცა ვადა ისედაც 4 თვეში ეწურებოდა. ჩემი დაკვირვებით, ,,ოცნების,, ზუგდიდის ამალაში ის კიდევ ბევრს სჯობდა. ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ ვიმუშავებო – გვამცნო მან. არადა, სხვების დევნაზე არასდროს ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს, ,,ოცნებამ,, სრული ჯოჯოხეთი მოაწყო პარტიის შიგნით. შენგელიას კი ერთს ვეტყოდი – რაც არ გერგება, არ შეგერგება”, – წერს უგულავა.