ირაკლი ქადაგიშვილი: რაიმე სახის ზეწოლა კი არა, საუბარიც არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ზუგდიდის ყოფილ მერთან სამსახურეობრივი მდგომარეობის შესახებ

“ის გუნდი, რომელიც შეიძლება, გახარიას გარშემო ჩამოყალიბდეს, გარკვეულწილად, ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,

მისი თქმით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა, გეგა შენგელიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„რაიმე სახის ზეწოლა კი არა, საუბარიც არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ზუგდიდის ყოფილ მერთან სამსახურეობრივი მდგომარეობის შესახებ. პირიქით, ხელისუფლება მასთან ნორმალურად თანამშრომლობდა. ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გიორგი გახარიას წასვლას მოჰყვა. გარკვეულწილად, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო, როგორ გააგრძელებს საქმიანობას, ამას დრო გვიჩვენებს. ის გუნდი, რომელიც შეიძლება, გახარიას გარშემო ჩამოყალიბდეს, გარკვეულწილად, ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს. ანა ბუჩუკურის განცხადებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ, გარკვეულწილად, დევნილისა და შევიწროებულის მანტია მოისხას ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა. მისი თანამდებობიდან წასვლაზე არანაირი მინიშნება ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები