ხატია დეკანოიძე: ჩვენ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს

“პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი ბადე.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია, ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. გვყავს პოლიტსაბჭო, რომელიც არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალიან მნიშვნელოვანი ბადე. ამიტომ, პარტიას, რომელსაც ამხელა რესურსი და წარმომადგენლობა აქვს, მათ შორის, რეგიონებიდან, ჩემი მოსაზრებაა, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები