გიორგი შენგელია: „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია”, – ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლაა.

„როცა მე მოვედი პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში – პრემიერმინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელი პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა.

გამორიცხული არასოდეს არაფერია. ვიქნები იქ, სადაც დასჭირდება ჩემი ყოფნა ზუგდიდსა და ქართველ ხალხს. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა. სამი წლის წინ საჭიროება როგორც იყო, შევერთებოდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავდგე ქართველი ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები