ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებული აფხაზეთის “მილიცია” ქალაქ ბარნაულის მკვიდრს, 1979 წელს დაბადებულ მიხაილ ვოროპაევს ეძებს.

აღინიშნება, რომ მამაკაცი გაგრაში ცხოვრობდა, სახლიდან 27 აპრილს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

“მილიციაში” ხაზს უსვამენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებისკენ არის მიდრეკილი.

ე.წ. ძალოვნები მიმართავენ ყველას, რაიმე ინფორმაციის მიღებისთანავე მათ შეატყობინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები