ლევან ვასაძე – “ნამოხვანჰესზე”: გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია

“ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

“გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რიონის ხეობის წარმომადგენლების, ბიუროკრატების ანუ მაღალჩინოსნების წარმომადგენლების და კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით.

ჩვენ ყველანი აღშფოთებული ვართ იმ ხელშეკრულების შინაარსით, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა ბიუროკრატებმა. ახლა, ზოგი ამბობს, რომ ეგ ჩემი ბრალი არ იყოო, ჩემი ხელმოწერა არაა და მე კარგი ბიჭი ვარო, ზოგი საერთოდ კომენტარს არ აკეთებს, ამბობს, ჰესი უნდა აშენდესო. ამ ხალხს არ ესმის, რომ ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება. ჩვენ არ ავაშენებინეთ ამ ფორმით ამ ჰესს, გინდა, ახტენ გინდა – დახტენ, რაც გინდა აკეთონ, ეს გამორიცხულია. კონსულტანტებთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე გავეცანი ამ ჰესის ხელშეკრულების ტექსტს, რაობას, დეტალებს. ამ ფორმით, ამ სტრუქტურით, ამ მფლობელობით, ამ პარამეტრებში ჰესი არ აშენდება. მეორე – თუ რამე ჰესი მანდ უნდა აშენდეს, მაგალითად, შემცირებული ზომის, სხვა გეოფიზიკური საინჟინრო პარამეტრებით, ეს უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუ არ უნდა მოსახლეობას, არავითარი ჰესი იქ არ უნდა აშენდეს. მესამე –  ჩინოვნიკებმა რამდენიც უნდა იძახონ რაღაცები, ხალხის თვალში უმნიშვნელოვანესი აქტივები უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ალექსანდროვის სკვერში ლევან ვასაძე საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე პრეზენტაციას აკეთებს. ადგილზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი მოსახლეობაც იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები