თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში, ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ.

დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისიხლისსამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები