პაკისტანში დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა არხში ჩავარდა – დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი
პაკისტანის აღმოსავლეთში ქალაქ შეიხუპურში ფურგონი, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა, მიანვალის არხში გადავარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Хinhua“ ავრცელებს. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის მობილიზება მოხდა, რომლებმაც დაღუპულები წყლიდან ამოიყვანეს.
დაღუპულებს შორის შვიდი ბავშვია, სამი ქალი და ერთი მამაკაცი. თვითმხილველების თქმით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.