ლევან ნიკოლეიშვილი: ,,ქართუს” მიერ დაფინანსებული, სრული სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის თეატრი გაიხსნა
,,ქართუს” მიერ დაფინანსებული, სრული სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის თეატრი გაიხსნა’, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სანამ „ნაცმოძრაობა“ ისევ ფიქრობს, შევიდეს თუ არა პარლამენტში, გაცილებით საინტერესო და სასიკეთო ამბებიც ხდება.
„სანამ „მთავარი“ ოპოზიციური პარტია, მავნებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ფიქრობსზ შევიდეს თუ არა პარლამენტში, სანამ „ ქვეყნისა და კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევას„ კვლავ აქტიურად აშუქებს პარტტელევიზიები ….
ამასობაში, ცხოვრება გრძელდება და სხვა გაცილებით საინტერესო და სასიკეთო ამბებიც ხდება..
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფონდ ,,ქართუს’’ მიერ დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები…
დღეს კი სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ-გალამაზებული ოზურგეთის თეატრი გაიხსნა.
მართლაც, რა სასიხარულოა და სასიამოვნო ასეთ პოზიტიური ამბის მოსმენაც და ხილვაც!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.