ხატია დეკანოიძე: პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ,,ნაცმოძრაობა“ ისე უნდა მოიქცეს, როგორც არ უნდა ,,ქართულ ოცნებას”

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ღირსეულად წარდგეს და დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა.

„ვერ ვიტყოდი, რომ პარტიას ინტეგრირებული პოზიცია აქვს, ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ერთი რაც შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიტსაბჭოში ყველას პოზიცია ჩემოყალიბებულია, მათ შორის, ყველა იმ ადამიანის, ვინც მანდატს ფლობს. ჩემი პოზიცია ცნობილია, ვფიქრობ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ღირსეულად წარდგეს და დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. გვახსოვდეს ძალიან კარგად, მინუს 43 პროცენტი ჩამკეტი არის ყველა ოპოზიციური პარტიის საზრუნავი, განურჩევლად იმისა, მოაწერა თუ არა ხელი დოკუმენტს იმიტომ, რომ ასეთია შეთანხმება. ჩვენ ამ 43 პროცენტს არ ვეთანხმებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. შესაბამისად, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა მოიქცეს, როგორც არ უნდა ,,ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები