შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის”, „ევროპული საქართველოსა” და „ლეიბორისტებისთვის” ახლა ნებისმიერი გზა წამგებიანია

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობისთვის”, „ევროპული საქართველოსა” და „ლეიბორისტებისთვის” ახლა ნებისმიერი გზა წამგებიანია.

მისივე თქმით, თუ ხელს მოაწერენ შეთანხმებას, ამით აღიარებენ, რომ ტყუილი იყო 19 აპრილიდან მოყოლებული კამპანია, მათ შორის, პარტნიორების წინააღმდეგაც.

„უკვე მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” და „ლეიბორისტული პარტია” რა გზას აირჩევენ, რადგან მათთვის ნებისმიერი გზა წამგებიანია. თუ შემოვლენ, ამით აღიარებენ, რომ ტყუილი იყო ბოიკოტი. თუ ხელს მოაწერენ შეთანხმებას, ამით აღიარებენ, რომ ტყუილი იყო 19 აპრილიდან მოყოლებული კამპანია, მათ შორის, პარტნიორების წინააღმდეგაც, რომელიც მათ ჰქონდათ. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, სრულად მარგინალიზებული და რადიკალური პარტიები იქნებიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში, დესტრუქციის გარდა, ვერ შეასრულებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები