ირაკლი კობახიძე: თუ ადრე სააკაშვილი და ადეიშვილი საქართველოს ფარულად უპირისპირდებოდნენ, დღეს უკვე პირდაპირი ფორმით ემიჯნებიან ჩვენს ქვეყანას
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილისთვის, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ადრე სააკაშვილი და ადეიშვილი საქართველოს ფარულად უპირისპირდებოდნენ, დღეს უკვე პირდაპირი ფორმით ემიჯნებიან ჩვენს ქვეყანას.
“ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა ბოლო დღეებში, რამდენიმე საქმე შევიდა სტრასბურგში, მაგალითად, მელია საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ახლა ადეიშვილი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ადრე თუ ისინი ფარულად უპირისპირდებოდნენ საქართველოს, ახლა ისინი უკვე პირდაპირი ფორმით ემიჯნებიან ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.