შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში, პარტიულობა გამოირიცხება
“ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში, პარტიულობა გამოირიცხება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ისე მისი მოადგილე ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს.
„ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში, პარტიულობა გამოირიცხება. გავიხსენოთ პირველი ნოემბრის ღამე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში ახტა პრესკონფერენციის დროს და ჩაშლას ცდილობდა. პარტიული წევრები არიან პარტიული წევრები და ეს არის რეალობა. ასეთი პარტიული წევრი იყოს მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს, არარეალურია იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელობის საქმიანობა იყოს ნეიტრალური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.