ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის დოკუმენტის თითოეული პუნქტი შესრულდება
“შარლ მიშელის დოკუმენტის თითოეული პუნქტი შესრულდება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი.
„შეთანხმებას ხელი მოაწერა პარტიამ. აქედან გამომდინარე, პარტიის წარმომადგენელი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს. მთელს გუნდს აქვს გაცნობიერებული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე – აღმასრულებელ ხელისუფლებას. ასე რომ, ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.